Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შეუერთდა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. „სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა", - აღნიშნავს სამინისტრო.

ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმით არის აღნიშნული ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება.

ოპოზიციონერი აქტივისტის ოჯახი და თანამოაზრეები პირველივე დღიდან აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოწამლა. ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

ოპოზიციონერი აქტივისტი ხელოვნური კომის მდგომარეობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG