Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID - 19 დაუდგინდა „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს


„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, COVID - 19 დაუდგინდა. ისინი ამავე ქალაქში მუშაობენ.

„საქართველოს ბანკის“ განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდი-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“.

საქართველოში 2 სექტემბერს დადასტურებული 38 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 22 შემთხვევა, ბათუმის კაფე-საკონდიტრო „დონას" კლასტერს განეკუთვნებოდა.

კაფე-საკონდიტრო „დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG