Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ გამოკვლეულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა


ჩაქვში სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლელულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ტესტირება სულ 940 -მდე ადამიანს ჩაუტარდა და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, დანარჩენ სტუმრებს კი ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ, – ამის შესახებ „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

2 სექტემბერს, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია. იგი მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელსაც 400-მდე ექიმი ესწრებოდა.

4 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 1568 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1279, გარდაცვლილია-19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG