Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 28-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 15


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 28-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1596 შეადგინა.

ოფიციალურ საიტზე, STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, 15-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დრისათვის გამოჯანმრთელებულია 1294 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

4 სექტემბრის დილის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 289. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG