Accessibility links

ეზუგბაია: კოვიდ-19-ის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“კლასტერია, 4 კი აჭარაში მოგზაურობდა


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის ე.წ. „დონას“ კლასტერში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12-ით გაიზარდა და მთლიანობაში 36 შეადგინა.

რაც შეეხება 3 სექტემბრის სტატისტიკას ზოგადად, მარინა ეზუგბაიას თანახმად, 28 ახალი შემთხვევიდან 12, როგორც უკვე ითქვა, „დონას“ კლასტერია, 3 დაავადებულ პაციენტთან კონტაქტია, 3 პაციენტი რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 შემოტანილი შემთხვევაა და მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და ბოლოს 4 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს შესაბამისი ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევით 275 პაციენტი მკურნალობს. მათგან კრიტიკულად მძიმეა 3 პაციენტის, ხოლო მძიმე 16 ინფიცირებულის მდგომარეობა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 28-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1596 შეადგინა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, 15-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დრისათვის გამოჯანმრთელებულია 1294 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG