Accessibility links

ბულგარეთის მთავრობა გადადგომას არ აპირებს, თითქმის ორთვიანი დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა


ბულგარეთში რამდენიმე კვირაა გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გაღრმავდა 3 სექტემბერს მას მერე, რაც მმართველმა კონსერვატულმა პარტიამ, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“, უარყო მოწოდებები მთავრობის გადადგომისკენ, წინა დღით გამართული ძალადობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.

ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩაში და გაიძახოდა ლოზუნგებს: „მაფია“ და „გადადექით“, რომლებიც მიმართული იყო პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობისა და გენერალური პროკურორის ივან გეშევისკენ.

დემონსტრანტები უფრო გაბრაზებული და მეტად მოტივირებული იყვნენ მას შემდეგ, რაც ერთი დღის წინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შეტაკება ჰქონდათ ბოლო ორ თვეში უდიდესი დემონსტრაციის დროს.

2 სექტემბერს რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა „დიდ ეროვნულ ამბოხებას“, რომელიც მიმართული იყო, როგორც საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ამბობენ, ბულგარეთის მთავრობასა და სასამართლო სისტემაზე ოლიგარქების კონტროლის წინააღმდეგ.

დემონსტრაციის დროს ძალადობის შედეგად 126 ადამიანი დააკავეს. ჯანდაცვის უწყების თანახმად, 200 პირი დაშავდა, მათ შორის, 120 პოლიციელი. პოლიციამ სხვადასხვა დაზიანება მიაყენა ჟურნალისტებსაც, რასაც უფლებადამცავების და მედიის მხრიდან დაგმობა მოჰყვა.

3 სექტემბერს, პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, რომელსაც ზურგს უმაგრებენ სოციალისტები, გააკრიტიკა მთავრობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული პოლიციური ძალის გამოყენებისთვის და გაიმეორა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მოთხოვნა მთავრობის გადადგომის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG