Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტებს 3-3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა


დაკავებული ჟურნალისტები განთავისუფლების შემდეგ
დაკავებული ჟურნალისტები განთავისუფლების შემდეგ

მინსკში გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილეს ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო დემონსტრაციის გაშუქებისას დაკავებული ექვსი ჟურნალისტის საქმეები.

ჟურნალისტებს სასამართლომ სამ-სამი დღით პატიმრობა მიუსაჯა.

პროცესი გაიმართა მაშინ, როცა ემიგრაციაში მყოფი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს 4 სექტემბერს.

გასამართლებულები არიან „ბელარუსის კომსომოლსკაია პრავდის“, „ბელაპანის“ და „ტუტ.ბუ“-ს კორესპონდენტები, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ექვსივე კორესპონდენტმა უკვე დაჰყო სამი დღე პატიმრობაში და გათავისუფლდა.

ჟურნალისტების ადვოკატების თანახმად, განაჩენს გაასაჩივრებენ. ჟურნალისტებს ბრალად წაუყენეს აქციაში მონაწილეობა, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციას აშუქებდნენ და მასში არ მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ პოლიციის სპეცრაზმის, „ომონის“ თანამშრომლები, რომლებიც დემონსტრაციაზე სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ, მათი ვინაობა უცნობია და სასამართლოს წინაშე დაფარული სახით წარდგნენ.

ბელარუსის მთავრობა განაგრძობს საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური შედეგებით მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, ბელარუსის ქალაქებში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ახალ არჩევნებს მოითხოვენ და ლუკაშენკას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG