Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის ელჩი იხმეს ნავალნის მოწამვლის გამო


 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს განუცხადა აშშ-ის „სერიოზული შეშფოთების“ შესახებ გერმანიის ხელისუფლების დასკვნების გამო იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით.

ანტონოვი სახელმწიფო დეპარტამენტში მიიწვიეს ნავალნის გარშემო ვითარების განსახილველად.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, ბიგანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება, რომლადაც მიიჩნევა „ნოვიჩოკი“, „ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით მოსკოვის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევა იქნებოდა“.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს გამოძიებას.

ბიგანი ახლახან იყო რუსეთში და მოსკოვში მოლაპარაკების დროს განაცხადა, რომ თუ ნავალნის მოწამვლა დადასტურდა, აშ-ის რეაქცია მკაცრი იქნება.

ასევე 4 სექტემბერს ნავალნის მოწამვლის თაობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს რუსეთის ელჩი ვენაში.

„ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით ნავალნის მოწამვლის თაობაზე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა 2 სექტემბერს. რუსი ოპოზიციონერი ბერლინში, “შარიტეს“ საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნურ კომაში მას მერე, რაც ტომსკიდან მოსკოვში მიმავალმა, თვითმფრინავში გონი დაკარგა და შემდგომ ომსკის საავადმყოფოში მკურნალობის მერე, გერმანიაში გადაიყვანეს.

რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიიდან დამადასტურებელი საბუთები არ მიუღიათ და ამიტომ ნავალნის საქმის გამოძიებას არ აქვს საფუძველი.

რუსმა ექიმებმა ნავალნის სხეულში მომწამვლელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG