Accessibility links

ხაბაროვსკში გაიმართა ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი მორიგი აქცია


რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკის მცხოვრებლებმა 57-ედ გამართეს ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია. ფურგალს ბრალი ედება 2000-იანი წლების შუაში მეწარმეთა მკვლელობების ორგანიზებაში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შაბათს არასანქცირებულ მიტინგზე ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, აქციას ათასი ადამიანი ესწრებოდა.

მიტინგის შემდეგ, რომელიც ქალაქის ცენტრში, მთავრობის შენობასთან გაიმართა, ხალხმა მსვლელობა მოაწყო ქალაქის მთავარ ქუჩებზე. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ყური არ უგდო პოლიციის მოწოდებებს, დაეტოვებინათ ავტომობილების სავალი ნაწილი.

საპროტესტო აქციაზე გაისმოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოწოდებები, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნები.

შემდეგი შაბათისთვის აქტივისტებმა ქალაქის ხელისუფლებასთან შეათანხმეს 70 ათასი ადამიანის მონაწილეობით მიტინგის ჩატარება. თუკი ეს მოხდება, ეს იქნება ფურგალის მხარდამჭერი პირველი სანქცირებული აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG