Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის დელეგაცია ყატარში ჩავიდა შიდაავღანურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის


თალიბანის დელეგაცია ყატარში ჩავიდა, რაც საფუძველს ამზადებს შიდაავაღანური მოლაპარკებებისთვის.

„მოლაპარაკებებში მონაწილე ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი ჩავიდა დოჰაში. მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც გადაიჭრება რამდენიმე მცირე ტექნიკური საკითხი,“ განუცხადა 5 სექტემბერს AFP-ს თალიბანის წარმომადგენელმა სულეიჰ შაჰინმა.

ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა ფარაიდუნ ხავზუნმა ქაბულში განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად.

„პატიმართა გათავისუფლების პროცესი დასრულდა და აღარ შეიძლება მოლაპარაკებების გაჭიანურების გამართლება, მაგრამ თალიბანი მაინც არ არის ჯერ მზად მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის,“ დაწერა ხავზუნმა 5 სექტემბერს ტვიტერში. მას დეტალები არ დაუსახელებია.

ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ნაწილია სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელსაც აშშ-მა და თალიბანმა მოაწერეს ხელი თებერვალში. მოლაპარაკებები თავდაპირველად მარტში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ხშირი ძალადობისა და პატიმართა გაცვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო დაწყება რამდენჯერმე გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG