Accessibility links

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა


ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია. კლინიკის ექიმის, ლევან ბესელიას განცხადებით პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. ის ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა შოკში აღარ არის და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაიღუპა ერთი პირი - მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოება, რა დროსაც ადამიანი დაიღუპა, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG