Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: 1 ოქტომბერს ბაღებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს სწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. მიუხედავად იმისა, რომ უწყებას კარგად ესმის, თუ რა უხერხულობას იწვევს ეს გადაწყვეტილება მშობლებისათვის და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განახლებას შორის დადგენილია ორკვირიანი ინტერვალი ეპიდემიური უსაფრთხოებისთვის; გადაწყვეტილება არ გადაიხედება, რადგან რისკები თვალსაჩინოა, „ამიტომ მნიშვნელოვანია, ეტაპობრიობა დავიცვათ. საბავშვო ბაღებისთვის რეკომენდაციები მომზადდა. მაგრამ თავდაპირველად სწავლას ვიწყებთ სკოლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15 სექტემბერს. ეპიდემიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ორკვირიანი ეტაპების დაცვა შეზღუდვების მოხსნის დროს. ამდენად, პრიორიტეტულად ჩაითვალა სწავლის განახლება სკოლებში. რადგან მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, უშუალოდ სასკოლო გარემოში განაგრძონ სწავლა. ჩვენ დავიცავით ეს ორკვირიანი ინტერვალი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს შორის. ეს არის გადაწყვეტილება და მივყვებით გრაფიკს“.

საბავშვო ბაღებში სწავლის 1 ოქტომბრამდე განახლების მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში ერას მოედანზე 1 სექტემბერს. კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმები უკვე დაცული აქვთ და 1 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესის გადადებით კი ზარალდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG