Accessibility links

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით აშანტაჟებდნენ


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. მან თქვა, რომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს და თანაგუნდელის ვინაობას არ დაასახელებს, „მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა“.

„ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაბედოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG