აჭარის ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის კორონავირუსზე აღებული ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.
მაუწყებლის თანამშრომელთა გამოკვლევა 4 სექტემბერს დაიწყო, როცა COVID-19 დაუდასტურდა მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს.
უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა 5 სექტემბერს. მისი ეთერით დროებით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელების განცხადებით, ტესტირებას გაივლის ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით შეძლებს აჭარის ტელევიზია მუშაობის განახლებას.