Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელ დღე-ღამეში მსოფლიოში COVID-19-ით დაავადების სარეკორდო მატება აღირიცხა


უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 304626 შეადგინა - იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდი.

წინა სარეკორდო მაჩვენებელი აღირიცხა 14 აგვისტოს, როცა ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა მატებამ 304351 შეადგინა. მას შემდეგ დღე-ღამეში აღრიცხული სიკდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა. თუკი 14 აგვისტოს 10135 პაციენტი გარდაიცვალა, უკანასკნელ დღე-ღამეში მსოფლიოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5637 ადამიანი. მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 880700-ზე მეტი ადამიანი.

6 სექტემბრის მაჩვენებლებით მსოფლიოში კორონავირუსის დიაგნოზი დასმული აქვს თითქმის 26,9 მილიონ ადამიანს. პირველ ადგილზეა აშშ, მას მოსდევენ ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი.

XS
SM
MD
LG