Accessibility links

დღეს ოფიციალურად გაიხსნება "ღირსეული პარტნიორი" 2020


დღეს, 7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნება.
საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

„ღირსეული პარტნიორი - 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „Ocean Freedom“ ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, სწავლების თეატრის – ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

6 და 8 სექტემბერს დილიდან ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოგისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი სენაკიდან სწავლების თეატრში - ვაზიანში მარშირებით საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

სწავლება, რომლის მთავარი გზავნილია, „ძალა პარტნიორობაშია“, 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG