Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის და კოსოვოს ლიდერები აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების შემდეგ ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს


სერბეთის და მისი ყოფილი ოლქის, კოსოვოს ლიდერები, ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელებს ხვდებიან 7 სექტემბერს, რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ვაშინგტონში ორ მეზობელს შორის აშშ-ის შუამავლობით გაფორმდა ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარების შესახებ შეთანხმება.

ევროკავშირის ოფიციალური წამომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეკონომიკის სფეროში გარღვევა იმპულსი იქნება პოლიტიკური წინსვლისათვის სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტის შორის.

სერბეთი და კოსოვო, რომელიც 2008 ცალმხრივად გამოეყო ბელგრადს, 4 სექტემბერს შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ეკონომიკის სფეროში, რათა ბიძგი მისცენ ეკონომიკებს და სამუშაო ადგილების ზრდას.

შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, პირველი ასეთი წინსვლაა ტარიფების გამო ორი წლის წინანდელი დაპირისპირების შემდეგ.

მხარეებმა უარი თქვეს კოსოვოს აღიარების შესახებ შეთანხმებასა და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რაც ევროკავშირის შუამავლობის მთავარი მიზანია.

ვუჩიჩი და ჰოტი შეხვდებიან ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური სფეროს ხელმძღვანელს, ჯოზეპ ბორელს და სერბეთ-კოსოვოს ახლად დაწყებულ დიალოგზე საგანგებო წარგზავნილს, მიროსლავ ლაიჩაკს, 7 სექტემბერს, ბრიუსელში.

გარდა ეკონომიკის სფეროში ისტორიული შეთანხმებისა, როგორც მას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უწოდა ბელგრადსა და პრიშტინას მორიგებას, დოკუმენტის თანახმად, სერბეთი თავის საელჩოს გადაიტანს იერუსალიმში და ორმხრივი აღიარება მოხდება ისრაელსა და კოსოვოს შორის. ჰოტიმ ეკონომიკურ შეთანხმებას უწოდა „უზარმაზარი ნაბიჯი წინ“ და გამოყო სარკინიგზო კავშირის აღდგენა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.

სერბეთმა ვალდებულება იკისრა, ერთი წლით შეწყვიტოს კამპანია საერთაშორისო ორგანიზაციებში კოსოვოს გაწევრიანების და სხვა ქვეყნების მიერ მისი აღიარების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG