Accessibility links

დახურულ სივრცეში სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარება მკაცრდება. როგორც დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა თქვა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც სოციალური ღონისძიების დროს ინფიცირების გავრცელების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

“აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი იყო აჭარაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა. იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა [ვირუსის] გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება”, - ამბობს გახარია.

პრემიერის განმარტებით, სოციალურ ღონისძიებებზე კონტროლის გამკაცრება ღია სივრცეებს არ ეხება, თუმცა მთავრობას ამ მიმართულებით დამატებითი მოთხოვნები ექნება.

„მონიტორინგის მექანიზმი იქნება გამკაცრებული. მონიტორინგის მექანიზმის გამკაცრებაში ვგულისხმობთ იმას, რომ შრომის ინსპექციასთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება შსს და ერთობლივი ძალებით მოვახდენთ თითოეული ობიექტის შემოწმებას. მექანიზმი იმუშავებს შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ორგანიზაცია გეგმავს მსგავსი სოციალური ღონისძიების ჩატარებას, პირველ ეტაპზე მოხდება მისი გაფრთხილება, და თუ მაინც ჩაატარებს ამგვარ ღონისძიებას, შესაბამისი სანქცირების მექანიზმი იქნება გამოყენებული და ეს იცით, რომ არის იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობით, ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის ოდენობით და მისი განმეორებითი ჩადენა უკვე გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ დევნას. მიზანი არის ის, რომ ვმართოთ ეპედემიოლოგიური ვითარება“, - განმარტავს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. მისი თქმით, გამკაცრება გულისხმობს არაგეგმურ შემოწმებას და პრევენციულ გაფრთხილებებს.

ბექა ფერაძის განმარტებით, დახურულ სივრცეში შესაძლოა მხოლოდ 10 ადამიანის თავშეყრა, ამაზე მეტი სტუმრის არსებობის შემთხვევაში ღონისძიებები უნდა გაიმართოს ღია სივრცეში.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG