Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმებმა ნავალნი კომიდან გამოიყვანეს


"შარიტეს" საავადმყოფოს ექიმებმა სამედიცინო კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს ალექსეი ნავალნი და გამორთეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან.

"მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის რეაგირებს სიტყვიერ გამღიზიანებლებზე. მაგრამ ძალიან ნაადრევია, შევაფასოთ მძიმე მოწამვლის პოტენციური ან გრძელვადიანი შედეგები", - ნათქვამია "შარიტეს" ოფიციალურ ცნობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

კომაში მყოფი რუსი პოლიტიკოის 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

2 სექტემბერს გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG