Accessibility links

გიორგი გახარია: „მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს რაგბის ექვსი ერის ხელმძღვანელობასთან“


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს რაგბის კავშირში ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და კლუბებს შეუძლიათ, ეროვნული ჩემპიონატისთვის გეგმაზომიერად მოემზადონ. გახარიამ 7 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა მორაგბეებს და დაჰპირდა, რომ ხელისუფლების მხრიდან, რაგბის მხარდაჭერა სამომავლოდაც გაგრძელდება.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ სტუმრებთან, ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. კონკრეტულად კი პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს ევროპის ექვსი ერის მონაწილე ქვეყნებისა და კიდევ ორი ქვეყნის ნაკრებს შორის. ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებენ თუ არა შეჯიბრების ორგანიზატორები არჩევანს „ბორჯღალოსნებზე“.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და ექვსი ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG