Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარია კალესნიკავა საზღვარზე დააკავეს


მარია კალესნიკავა
მარია კალესნიკავა

საკოორდინაციო საბჭოს წევრები ანტონ რადნიანკოვი და ივან კრავცოვი უკრაინაში გაემგზავრნენ. მარია კალესნიკავა საზღვარზე დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანტონ ბიჩკოვსკიმ განუცხადა რადიო თავისუფლებას.

”დილის 5 საათის დასაწყისში ისინი მიადგნენ ალიაქსანდრაუკას სასაზღვრო გადასასვლელს ჰომელის რეგიონის ნაროვლის რაიონში. სამივენი ერთ მანქანაში იყვნენ”, - თქვა ანტონ ბიჩკოვსკიმ. მისი განმარტებით, რადნიანკომ და კრავცოვმა დატოვეს ბელარუსის ტერიტორია და აღმოჩნდნენ მიმდებარე მხარეს, ამჟამად კალესნიკავა დაკავებულია. ”მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რათა შეფასდეს სიტუაცია”, - თქვა ბიჩკოვსკიმ.

კალესნიკავას გატაცების შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს 9 აგვისტოდან, მას მერე, რაც მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად კენჭისყრაში, რომლის შედეგებს არ ცნობენ დასავლეთი და ოპოზიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG