Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტვილში 2 მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა


8 სექტემბრის დილის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარტვილის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახის ორ წევრს, 19 და 15 წლის მოზარდებს დაუდგინდათ კორონავირუსი. მათი ინფიცირება ბათუმში სტუმრობას უკავშირდება. ორივე მათგანი გადაყვანილია რუხის საავადმყოფოში.

„ისინი ბათუმიდან ჩამოვიდნენ 30 აგვისტოს. 6 სექტემბერს აღენიშნებოდათ უკვე კლინიკა - ცხელება. მათ აუღეს ნიმუშები და დაუდასტურდათ კორონავირუსი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ.

მისი ინფორმაციითვე, დაწყებულია მოკვლევა ინფიცირებულების კონტაქტების დადგენის მიზნით.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG