Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისიდან კახეთში სტუმრად ჩასულ ექიმს COVID-19 დაუდგინდა


თელავში მდებარე "ევექსის" კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა ექიმმა მიმართა. ტესტირების საფუძველზე კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნათესავებთან რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა.

ასევე, ქალს კონტაქტი ჰქონდა მამასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს.

ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის რეგიონულ ორგანიზაციაში ამ საკითხზე განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG