Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, სწავლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა საფრთხეებზე, რასაც სკოლებში სწავლის დაწყება გამოიწვევს.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველა მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. რამეთუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, გამონაკლისია აჭარა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდება.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1729 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1321, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

XS
SM
MD
LG