Accessibility links

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის დავა ბრექსიტზე შეიძლება, ევროპის სასამართლოში დასრულდეს


ლონდონის მიერ ბრექსიტის გარშემო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, უთანხმოება დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეიძლება ევროპის სასამართლოში დასრულდეს.

ამის თაობაზე იტყობინება Guardian-ი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც იანვარში ხელი მოაწერა შეთანხმებას, დაემუქრა ბრიუსელს, რომ შეთანხმებას დაარღვევდა.

8 სექტემბერს ლონდონში დაიწყო ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორს ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკებათა მერვე რაუნდი. Financial Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფო აპირებს მიიღოს ახალი კანონი, რომელმაც შეიძლება ბათილად გამოაცხადოს ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი დებულება, ჩრდილოეთი ირლანდიის სტატუსი. ადრე ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის შენარჩუნებულ იქნებოდა გამჭვირვალე საზღვარი.

ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს ჩრდილოეთ ირლანდიიდან დიდი ბრიტანეთში შემავალი ტვირთის საბაჟო კონტროლის შესაძლებლობას.

ბრიტანეთის პრესა აღნიშნავს, რომ ჯონსონის მიერ შეთავაზებული ცვლილებების შემთხვევაში, ბრიუსელს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლონდონს შეიძლება მაღალი ჯარიმა დაეკისროს და ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებამ დაკარგოს ძალა. ამას შეიძლებ სავაჭრო ომი მოჰყვეს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის.

ბრიტანელებმა რეფერენდუმის დროს მხარი დჟაუჭიტრეს ბრექსიტს 2016 წელს. ყოფილმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ, ორი წელიწადი იქონია მოლაპარაკება ბრიუსელთან, მაგრამ მისი შეთანხმება სამჯერ უარყო პარლამენტმა. ახლანდელმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, რომელმაც დადო პირობა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გაიყვანდა, იანვარში ხელი მოაწერა შეთანხმებას.

2020 წლის ბოლომდე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც ევროკავშირი და ბრიტანეთი შეიძლება მორიგდნენ თავისუფალ ვაჭრობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG