Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კოვიდ-19-ზე ტესტირებისთვის დამატებით 2 კარავი გაიხსნება


ბათუმი, ტესტირების კარავი, 2020 წლის 15 აგვისტო
ბათუმი, ტესტირების კარავი, 2020 წლის 15 აგვისტო

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად ტესტირებისთვის ორი ახალი კარავი განთავსდება ბათუმის ავტოსადგურთან და ე.წ. ხოფას ბაზრობასთან. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში ამ დროისთვის კონტოლის ქვეშაა და მეტიც, ექიმების ოპტიმისტური პროგნოზით, კვირის ბოლოსთვის ახალი შემთხვევების კლებაა მოსალოდნელი.

რუსუდან შავიშვილის თქმით, შემთხვევების ზრდა აჭარაში დაწესებული რეგულაციების დაუცველობის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგია. 9 სექტემბრისთვის გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან რეგიონში ყველაზე მსხვილი კლასტერი ე.წ. ხოფას ბაზარს უკავშირდება, რომელიც კონტაქტების კვლევის და ტესტირების პროცესის დასრულებამდე დაიკეტება. დანარჩენი მიკროკლასტერების კვლევა კი ისე მიმდინარეობს, რომ მათი აღმოჩენის ადგილები, კერძოდ სამშობიარო სახლი, იუსტიციის სახლი და შემოსავლების სამსახური მუშაობას გააგრძელებენ.

„იუსტიციის სახლიდან ყველა ტესტირების პასუხი უარყოფითია, ამიტომ იუსტიცია გაიხსნება, „ხოფის“ ბაზრობის ტესტირებებს ველოდებით და არ გაიხსნება, სანამ ტესტირებები არ დასრულდება. ყველას, ვინც ჩაიტარა ტესტირება, დაელოდონ სამ დღეს, სანამ არ იქნება ცნობილი მათი ტესტის პასუხები“-ამბობს შავიშვილი.

აჭარაში 8 სექტემბერს პოლიკლინიკებში 700-მდე, კარვებში კი 800-მდე პირს ჩაუტარდა ტესტიდება, 9 სექტემბრის მდგომარეობით ელოდებიან 2 700 ტესტის პასუხებს.

9 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 25 ბათუმშია დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG