Accessibility links

site logo site logo

თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 თვით გადაიდო


თეატრებსა და კინოთეატრებთან დაკავშირებული ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება შეიცვალა და მათი გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით (1 ნოემბრამდე), შესაბამისად, თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება 1 ნოემბრიდან“, - განაცხადა მან.

26 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, იგეგმებოდა, რომ კინოთეატრები ფუნქციონირებას 15 სექტემბრიდან, ხოლო თეატრები - 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებდნენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. განახლებული მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG