Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 9 სექტემბერს კორონავირუსით ერთ დღეში ინფიცირებულთა სარეკორდო რაოდენობა - 1164 - აღირიცხა


ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 სექტემბერს ერთ დღეში მოიმატა 1164-ით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

შედეგად, სულ ამ ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა აქტუალური რაოდენობა 9272-ია. პანდემიის მანძილზე სულ ჩეხეთში 29877 შემთხვევა აღნუსხეს, გამოჯანმრთელდა 20 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და ის 441-ს უდრის.

ჩეხეთის მთავრობამ ნიღბების ტარება სავალდებულოდ გამოაცხადა 1 სექტემბრიდან ყველა საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებაში, ხოლო 10 სექტემბრიდან ყველა საჯარო დახურულ სივრცეში მთელ ქვეყანაში, მაღაზიების ჩათვლით.

ნიღბების ტარება სავალდებულოა სკოლებში საერთო თავშეყრის ადგილებში 14 სექტემბრიდან.

9 სექტემბრიდან ყველა ბარი და ღამის კლუბი მუშაობს მხოლოდ შუაღამემდე.

საკარანტინო ვადა ორი კვირიდან 10 დღემდე შემცირდა.

კორონავირუსის ფართო გავრცელების ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებს ევალებათ წარმოადგინონ კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგის საბუთი, ან კარანტინი გაიარონ.

ჩეხეთმა სრულიად გახსნა საზღვრები პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ავსტრიასა და გერმანიასთან და ასევე შეუზღუდავია მოგზაურობა უნგრეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG