Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდა „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომელსაც საზოგადოება „ლაივ რეჟიმში“ ნახავს, ტელევიზიით ტრანსლირების საშუალებით.

„თქვენ ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ზოგადად იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება.
ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, „თბილისობის“ ღონისძიებები იქნება გაუქმებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება სოციალური და კულტურულ-სპორტული ღონისძიებების დროებით აკრძალვის შესახებაც. გადაწყდა ასევე, რომ თეატრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ ერთი თვის დაგვიანებით, 1 ნოემბრიდან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. განახლებული მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG