Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ბრალი წაუყენეს პარლამენტარ მჰერ სედრაკიანს, ყოფილი მმართველი პარტიის წევრს


მჰერ სედრაკიანი
მჰერ სედრაკიანი

სამშაბათს სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს სომხეთის ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, რესპუბლიკური პარტიის, გავლენიან წევრს, მჰერ სედრაკიანს, რომელსაც ადანაშაულებენ კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 69 წლის სედრაკიანს აეკრძალა ქვეყნის დატოვება.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მჰერ სედრაკიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ერევნის რაიონ ერებუნის თავმჯდომარე, თავისი ოჯახის წევრებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეხმარა 12 000 მ2 მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში, რომელზედაც მანამდე მათ უკანონოდ ააშენეს უძრავი ქონება.

მჰერ სედრაკიანს ოპონენტები ასევე ადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებასა და ოპოზიციის აქტივისტების სასტიკი დევნის ორგანიზებაში.

2012-2017 წლებში, როდესაც სედრაკიანი მმართველ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა პარლამენტში, მან სულ მცირე ორჯერ მიაყენა შეურაცხყოფა ჟურნალისტებს, რაც ქვეყნის წამყვანმა მედიასაშუალებებმა ერთხმად დაგმეს.

ბოლო ორ წელიწადში, სედრაკიანის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა ასევე ყოფილი მმართველი პარტიის რამდენიმე ოდიოზური წევრი, ზოგიერთმა რუსეთს შეაფარა თავი. მათგან მხოლოდ ერთის, სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ლევონ სარგსიანის დეპორტაცია განახორციელა რუსეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG