Accessibility links

site logo site logo

„თელასის“ აქციების 24.5%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიას კომპანიამ შეიძინა


სააქციო საზოგადოება „თელასის“ 24.529%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიას კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“ გახდა.

საკუთრებაში არსებული წილი „საპარტნიორო ფონდმა“ საჯარო აუქციონის გზით გაასხვისა, 10 527 467 აშშ დოლარად.

ფონდის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.

სს "თელასი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ანაწილებს და ასაღებს ელექტროენერგიას. ის ემსახურება თბილისში მცხოვრებ 606,2 ათას აბონენტზე მეტს. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 2 057 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG