Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ დოდონმა ოფიციალურად დაადასტურა 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი საინიციატოვო ჯგუფმა 9 სექტემბერს ოფიციალურად წამოაყენა კანდიდატად 1 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

დოდონმა და მისმა მხარდამჭერებმა, მათ შორის, მოლოდვის სოციალისტური პარტიის დეპუტატებმა, ოთხშაბათს ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინეს კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მხარს უჭერს გავლენიანი სოციალისტური პარტია, დოდონი იქნება არა პარტიის, არამედ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

დოდონი, რომელიც მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეა, გამოდის საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით.

მოლდოვის პრეზიდენტს, კერძოდ, სურს, რომ შემცირდეს დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში და დაკონკრეტდეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსი და უფლებამოსილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG