Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატის ინფიცირების მიუხედავად, პარლამენტი მუშაობას განაგრძობს


საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებას განაგრძობს მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, ყველა, ვისაც ჰქონდა გოგიჩაიშვილთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე.

პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ 9 სექტემბერს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. წინა დღეს, 8 სექტემბერს ერთგვარი ანტირეკორდიც დაფიქსირდა, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ 24 საათის განმავლობაში 45 დადასტურებული შემთხვევა შეადგინა.

9 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 1773 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG