Accessibility links

მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი საგამოძიებო იზოლატორში ჰყავთ. მათ პატიმრობა ემუქრებათ


ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი დაპატიმრებული არიან ერთ საქმეზე, რომელიც აღძრულია „ძალაუფების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით.

ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსის საგამოძებო კომიტეტში, სადაც 9 სექტემბერს განაცხადეს, რომ „ეჭვმიტანილთა მიმართ პროკურორის სანქციით გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა“.

უწყებაში დაამატეს, რომ იმავე საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, კალესნიკავას ადვოკატი, ილია სალეი.

მიმდინარეობს საგამოძიებო მომქედებები სისხლის სამართლის საქმეზე ყველა არსებითი გარემოების დასადგენად.

9 სექტემბრის დილით, სამოქალქო ტანსაცმელში მყოფმა ადამიანებმა დააკავეს ადვოკატი მაქსიმ ზნაკი.

გავრცელებული ცნობით, ეს მოხდა დაურეგისტრირებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, ექ-ბანკირ, ვიქტარ ბაბარიკას შტაბში.

რაც შეეხება, მარია კალესნიკავას, ის 7 სექტემბერს, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, გაუჩინარდა.

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებას სურდა კალესნიკავა და მისი ორი თანამებრძოლი, ანტონ როდნიანკოვი და ივან კრავცოვი, იძულებით გაეძევებინათ უკრაინაში.

მარია კალესნიკავამ მოასწრო პასპორტის დახევა და ამით ხელი შეუშალა მის იძულებით დეპორტაციას.

ბელარუსის ხელისუფლება და თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებენ, რომ კალესნიკავა, მისმა თანამზრახველებმა მანქანიდან გადმოაგდეს საზღვრის ბუფერულ მონაკვეთში და თავად უკრაინაში მიიმალნენ.

მარია კალესინიკავა და მაქსიმ ზნაკი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს 7 კაციანი პრეზიდიუმის ბოლო ორი წევრი დღევანდლამდე თავისუფლებად აგრძელდებდნენ საქმიანობას.

დანარჩენი ხუთი წევრი კი ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააძევეს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრია ასევე, ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც არ მონაწილეობდა პრეზიდიუმის სხდომებში, მაგრამ აცხადებს, რომ მთლიანად იზიარებს ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს: გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG