Accessibility links

პაკისტანში თავდამსხმელებმა მოკლეს ტრანსგენდერი ქალი


ტრანსგენდერთა მხარდამჭერი აქცა ფეშავარში, 2018 წლის აგვისტო

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს ტრანსგენდერი ქალი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში.

ეს ინცინდენტი წარმოადგენს ბოლო ძალადობას მიმართულს დაჩაგრული სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ.

შეიარაღებული პირები 8 სექტემბრის საღამოს თავს დაესხნენ ტრანსგენდერებს, რომლებიც ქორწინების ცერემონიიდან, საცეკვაო ნომრის შესრულების შემდეგ ბრუნდებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი, სახელად გულ პანრა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.

ადგილობრივმა პოლიციამ, როგორც იუწყებიან, შეიპყრო თავდასხმაში ეჭვმიტანილი 4 პირი.

ტრანსგენდერებზე თავდასხმას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში, კერძოდ ტვიტერში, სადაც მსხვერპლთა მხარდასაჭერად შეიქმნა ჰაშთეგი #JusticeForGulPanra.

ტრენსგენდერი ადამიანების ჯგუფს, რომელშიც დაახლოებით 500 000 წევრია, ურდუს ენაზე „ჰიჯრას“ უწოდებენ.

ამ კასტის უმრავლესობა საკუთარ თავს წარმოადგენს, როგორც „ქორწილის პროფესიონალ მოცეკვავეებს", მაგრამ ისინი ხშირად იძულებული ხდებიან თავი მათხოვრობითა და პროსტიტუციით ირჩინონ.

ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებსაც პაკისტანში „მესამე სქესის“ მოქალაქეებს უწოდებენ, დიდ ძალადობას, დამცირებას და შეურაცხყოფას განიცდიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ დასაცავად შემოღებული კანონმდებლობის მიუხედავად.

2018 წელს ქალაქ ფეშავარში მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, რასაც უფლებადამცველებისა და აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG