Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება“ სიის ოცეულს, პრემიერ-მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დაასახელებს


მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. არსებული ინფორმაციით, საარჩევნო სიის ოცეულთან ერთად, დასახელდებიან ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტებზე.

„ქართული ოცნების“ პრესცენტრის თანახმად, პრეზენტაცია 10 სექტემბერს 20 საათზე მთაწმინდის პარკში გაიმართება.

დედაქალაქსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები მმართველმა პარტიამ 20 ივლისს დაასახელა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები გამარჯვებისთვის ქვეყნის 30-ვე საარჩევნო ოლქში იბრძოლებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG