Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: 57 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 25-ის წყარო არის აჭარა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 25-ის წყარო აჭარაა. რაც შეეხება მონაცემებს ჩაშლილად:

„5-ის წყარო არის დონა, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი, 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 3 პაციენტი არს შემოტანილი შემთხვევა და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით", - განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე საქართველოს ინცინდენტობის მაჩვენებელი 10,2, ხოლო აჭარის რეგიონში ეს მონაცემი 52,9 -ს შეადგენს. (არსებული ინფორმაციით, ქვეყანა მწვანე სტატუსს იმ შემთხვევაში კარგავს, თუ ინცინდენტობის მაჩვენებელი 10-ს აღემატება).

რაც შეეხება კოვიდცენტრებში განთავსებული პაციენტების რაოდენობას, მარინა ეზუგბაიას თანახმად ქვეყნის მასშტაბით არსებულ ცენტრებში ამ დროისათვის კოვიდინფიცირების დიაგნოზით სულ 469 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 18-ის მძიმე, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG