Accessibility links

site logo site logo

გურჯაანში შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო უცნობია


გურჯაანში შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში დაადასტურეს.

ქალმა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გურჯაანის "ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკას რამდენიმე დღის წინ მიაკითხა, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს.

ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.
ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება და ცოტახანში გადაიყვანენ სპეციალურ სამედიციმო დაწესებულებაში. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ქალის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება, ახმეტაში სტუმრად მყოფ ექიმს,რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულია, მასთან კონტაქტში მყოფ ცხრა ეტივე პირს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG