Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისთვის ჯულიან ასანჟის გადაცემის მოსმენები შეჩერდა ადვოკატის კოვიდ-19-ით შესაძლო ინფიცირების გამო


ლონდონში 10 სექტემბრისთვის დაგეგმილი პროცესი, რომელზეც უნდა განეხილათ ვიკილიქსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ისთვის გადაცემის საქმე, შეჩერდა ერთ-ერთი ადვოკატის კოვიდ-19-ით შესაძლო ინფიცირების გამო.

საოლქო მოსამართლის ვანისა ბარეიტსერის გადაწყვეტილებით, ათი სექტემბრის სხდომა გადაიდო, რადგან ადვოკატს, რომელიც აშშ-ს წარმოადგენს პროცესში, ვირუსზე ტესტირება უნდა გაევლო.

ასანჯი იბრძვის იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრიტანეთის მიერ მისი გადაცემა აშშ-სთვის, სადაც მას ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ემუქრება.
აშშ-ის პროკურორების თანახმად, ასანჯს ბრალად ედება 18 შემთხვევაში ჯაშუშობა და კომპიუტერის ბოროტად გამოყენება მისი დაარსებული ფირმის, ვიკილიკსის გზით აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეში ათი წლის წინ. ბრალდება ითვალისწინებს მაქსიმუმ 175 წლით პატიმრობას.
ასანჯის ადვოკატები თვლიან, რომ მის წინააღმდეგ საქმე ძალაუფლების პოლიტიკური მოტივაციით ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, შეზღუდავს პრესის თავისუფლებას და საფრთხეს შეუქმნის ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG