Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუში ვუდვორდის წიგნის შესახებ, ტრამპმა აღიარა, რომ ნაკლებადმნიშვნელოვნად წარმოაჩინა ვირუსის საფრთხე


ვეტერანი ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდის ახალი წიგნის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განზრახ შეამცირა ახალი კორონავირუსის საფრთხის სერიოზულობა თავის საჯარო განცხადებებში პანდემიის ადრეულ თვეებში.

"მე მსურდა ის ნაკლებადმნიშვნელოვნად წარმომედგინა", განუცხადა ტრამპმა ვუდუორდს , მისი წიგნის შესახებ ინტერვიუში , 19 მარტს. "მე კვლავაც მირჩევნია, ის ნაკლებადმნიშვნელოვნად წარმოვადგინო, რადგან არ მსურს, პანიკა დავთესო".

7 თებერვლის ინტერვიუში წიგნის შესახებ, რომელსაც "მრისხანება" ჰქვია, ტრამპმა განაცხადა: "ეს... უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე თქვენი თუნდაც ძლიერი გრიპი". "ეს მომაკვდინებელი რამ არის", დასძინა ტრამპმა.

9 სექტემბერს The Washington Post ვოშინგტონ პოსტმა გამოაქვეყნა ამონარიდები წიგნიდან და აგრეთვე, ზოგიერთი ინტერვიუს აუდიო ჩანაწერები.

"ტრამპს, როგორც ჩანს, არასოდეს ჰქონია ფედერალური მთავრობის სრული მობილიზების სურვილი და პრობლემებს მუდმივად შტატებზე გადაჰქონდა“ , წერს ვუდვორდი თავის წიგნში.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, კეილი მაკინანიმ განაცხადა, რომ ტრამპს "არასოდეს მოუტყუებია ამერიკული საზოგადოება კოვიდის თაობაზე". "პრეზიდენტი სიმშვიდეს გამოხატავდა და მისი მოქმედებებიც ამას ასახავს", თქვა მაკინანიმ ბრიფინგზე.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას, ჯო ბაიდენი - ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა იმის გამო, თუ როგორ უმკლავდებოდა მისი ადმინისტრაცია პანდემიას, რომელმაც თითქმის 190 000 ამერიკელი შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG