Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულებს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელოების მცდელობისთვის ბრალდებულ 2 პირს სასამართლომ 15-15- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს ბრალად ედებოდათ ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს - პეტრე ყუფარაძეს და კახა ჩხეტიანს, სასამართლომ, შესაბამისად, 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ამის შედეგად ის კომაშიც იყო. ცოტნე გამსახურდიას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთის კლინიკებში, 13 ივლისიდან ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში აგრძელებს. მისი მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ ანაზღაურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG