Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: შემდეგი 72 საათის მანძილზე გვექნება 3000 საწოლი


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა მობილიზდეს 3000 საწოლი კოვიდპაციენტების სამკურნალოდ. ამის შესახებ მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დამატებით 2400 საწოლის მობილიზება", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, დღეს, 300 საწოლია მობილიზებული სასტუმროებში, სადაც უსიმპტომო კოვიდპაციენტები განთავსდებიან.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სექტორი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. მისივე თქმით, დაიხვეწა სისტემაც:

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ეპიდემიოლოგები დღეში საშუალოდ ახერხებდნენ 200 პისიარ-ტესტის გაკეთებას. დღეს ქვეყანაში 8000 პისიარ-ტექტი კეთდება უპრობლემოდ. ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება 10 ათასამდე და თუ საჭირო იქნა, ამ რაოდენობის ზრდის შესაძლებლობაც არსებობს", - თქვა გახარიამ.

პრემიერის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG