Accessibility links

site logo site logo

ბაჰრეინის სამეფომ და ისრაელმა ურთიერთობათა ნორმალიზებას მიაღწიეს აშშ-ის შუამავლობით


ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხალიდ ბინ აჰმედ ალ ხალიფასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა ვაშინგტონში, 2019 წელს

თეთრი სახლი იტყობინება, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ იქნა ურთიერთობათა ნორმალიზება ბაჰრეინის სამეფოსა და ისრაელს შორის, რის შესახებაც ხელმოწერილ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ბაჰრეინი სპარსეთის ყურის მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა ისრაელი და შეუთანხმდა მას ურთიერთობათა ნორმალიზების შესახებ. ორივე შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ აშშ-ის შუამავლობით.

„კიდევ ერთი ისტორიული გარღვევა“, დაწერა ტვიტერით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ბაჰრეინის მეფემ, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფამ, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ და ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG