Accessibility links

logo-print logo-print

11 სექტემბრის ტერაქტების მე-19 წლისთავი კორონავირუსის გამო  განსხვავებულად აღინიშნა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი, ერთმანეთს მიესალმნენ 11 სექტემბრის ეროვნულ მემორიალსა და მუზეუმთან

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მე-19 წლისთავი აღინიშნა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო განსხვავებულ ვითარებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯო ბაიდენი, რეისი 93-ის ეროვნულ მემორიალთა მივიდნენ პენსილვანიაში, თუმცა სხვადასხვა დროს.

ნიუ-იორკში, კორონავირუსის გამო სიფრთხილის ზომების გარშემო აზრთა სხვადასხვაობის გამო მოეწყო სხვადასხვა მემორიალური თავყრილობები.

11 სექტემბრის ეროვნულმა მემორიალმა და მუზეუმმა გააუქმა ტრადიციული შეხვედრა, რომლის დროსაც მათი ნათესავები დაღუპულთა გვარებს კითხულობდნენ ხოლმე. ამის ნაცვლად ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში შეკრებილებს ჩანაწერი შესთავაზეს. ზოგიერთი მსხვერპლის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ასეთი შეკრებას არ ჰქონდა ემოციური ზემოქმედება.

11 სექტემბრის სხვა გაერთიანებამ, სტივენ მილერის ფონდმა, „გვირაბი კოშკებისკენ,“ ამავე დროს გამართა ცერემონია.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ორივე შეხვედრას დაესწრო. ჯო ბაიდენი მხოლოდ მთავარ შეხვედრაზე მივიდა ნიუ-იორკში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს ემსხვერპლა სამი ათასი ადამიანი, რომელთა უმეტესობა დაიღუპა ნიუ-იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორ შენობაზე ტერორისტების მიერ ორი ავიალაინერის დააჯახების შედეგად დანგრევის დროს. ეს იყო ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტი აშშ-ის ისტორიაში, რასაც მოჰყვა აშშ-ის შეჭრა ავღანეთში და ერაყში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG