Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დღის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა


საველე ლაბორატორია ქუთაისში
საველე ლაბორატორია ქუთაისში

12 სექტემბერს ქუთაისში გაფართოებული კვლევის ფარგლებში მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე აღებული 1000-მდე ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი, ასევე ხვალ დილით იქნება პასუხები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ საველე ლაბორატორიაში 300-მდე მოქალაქისთვის აღებული PCR ტესტის.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღის განმავლობაში ქუთაისში გამოკვლეულ არც ერთ მოქალაქეს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

12 სექტემბრის დილის მონაცემებით, დადასტურებული კოვიდ-19-ის 21 შემთხვევა იყო, მათგან ყველას კონტაქტი ჰქონდა ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლებთან. როგორც ზვიად შალამბერიძე განმარტავს, „სკოლის 22 თანამშრომლის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მეორეული გადაცემა პირველადი კვლევით არ ფიქსირდება, ასევე არ დაფიქსირებულა მესამე და მეოთხეული გადაცემა“.

სახელმწიფო რწმუნებულისავე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორიის მქონე 160-მდე მასწავლებლიდან კვლევა ჩაუტარდა 141-ს და კოვიდინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.

ვირუსი არ დაუდასტურდათ ასევე ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმის კოლეგებსა და ახლობლებს, მერიის ააიპ ქუთგანათების თანამშრომელს და მომსახურების სფეროს ერთი წარმომადგენლის კონტაქტში მყოფ პირებს.

ქუთაისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი 11 სექტემბერს დაფიქსირდა. ვირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის 22 ერთ- ერთი სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG