Accessibility links

ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ წილად ხვდა ფილმ „Nomadland“-ს


ვენეციის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ წილად ხვდა, აშშ-ში მოღვაწე 38 წლის ჩინელი კინორეჟისორის, ხლო ჩჟაოს ფილმს, „Nomadland“-ი („მომთაბარეთა მიწა“).

საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის ლომი“ ერგო იაპონელ რეჟისორ, კიესი კუროსავას, ფილმისათვის „ჯაშუშის ცოლი“.

ხოლო დიდი ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა მექსიკელი მიშელ ფრანკოს ფილმი „ახალი წესრიგი“.

კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრემია მიენიჭა რუსი რეჟისორის, ანდეი კონჩალოვსკის, ფილმს „ძვირფასი ამხანაგები!“, რომელსაც საფუძვლად დაედო ქალაქ 1962 წელს ნოვოჩეკრასკში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG