Accessibility links

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 1 პირია დაკავებული



შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და რომელმაც არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა.

ხოლო მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG