Accessibility links

ილია მეორე: ხშირად ადამიანი ვერ ხსნის მოვლენებს, ეს - ღმერთისგანაა


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი ვერ ხსნის გარკვეულ მოვლენებს, თუმცა ის არ უნდა დაიბნეს, რადგან ეს, მისი სიტყვებით, „ღმერთის გამოგზავნილია”:

დღევანდელი მდგომარეობა, ეს გაუგებარი მოვლენაა. ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის, წამალი არ გვყოფნის, სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად. ადამიანმა უნდა იფიქროს რასთან დაკავშირებით არის ეს“.

პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და თესავს სიყვარულს, უფრო გახარებულია - „ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ - ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით“, - განაცხადა ილია მეორემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG