Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსმა ჩეხეთში ახალი ანტირეკორდი დაამყარა


13 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, ჩეხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 1541 შემთხვევა, რაც მთელი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად მატულობს.

ეპიდემიის განმავლობაში საშიში ვირუსით დაინფიცირდა 35 401 ადამიანი, 21 205 პაციენტი განიკურნა, ხოლო 453 - გარდაიცვალა.

ჩეხეთის მთავრობის დადგენილებით, 10 ოქტომბრის შემდეგ კვლავ სავალდებულოა ნიღბის ტარება ყველა შენობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც კვლავ ამოქმედდა პროფილაქტიკური ზომები.

ჩეხეთში მცხოვრები 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ ერთ რესპირატორსა და 5 ცალ პირბადეს.

სხვა მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას, ე.წ. ლოკდაუნს, ხელისუფლება არ გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG