Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაგმო რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარება ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში


Novosibirsk elections September 13, 2020
Novosibirsk elections September 13, 2020

13 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ უკანონო არჩევნების ორგანიზება და ჩატარება დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ფსევდოარჩევნების ჩატარება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიებზე არის არალეგიტიმური, ხოლო მის შედეგებს არ ექნება არანაირი იურიდიული შედეგები“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

13 სექტემბერს რუსეთის 41 რეგიონში, მათ შორის, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში, ტარდება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტების დეპუტატების არჩევნები, რომელიც მმართველი „ედინაია როსიასთვის“ სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს ხელისუფლების პოპულარობის მკვეთრი ვარდნის ფონზე.

რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის გამო ევროკავშირმა და აშშ-მა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

XS
SM
MD
LG